სასწავლო პროექტის გეგმა

1.პროექტის სახელწოდება;

ჩემი ოჯახი

წარსული, აწმყო, მომავალი

2.პროექტის მთავარი იდეა(თემა):წინაპრების გაცნობა და აწმყოსთან დაკავშირება.
3.პროექტის აქტუალობა;

სასწავლო პროექტის მოკლე შინაარსი

მოსწავლეები შეისწავლიან იმ რეალური ადამიანების ცხოვრებას, რომლებსაც მათ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი აქვთ. მოსწავლეები გააკეთებენ პროექტებს წარსულის გაფრთხილების, აწმყოს ასახვის და მომავალზე გავლენის შესახებ, ინფორმაციის ანალიზსა და დასკვნების გამოტანას. სასწავლო პროექტში მოსწავლეებმა უნდა შექმნან ოჯახის ისტორიის კაპსულა, რომელიც მომავლისთვის წარსულსა და აწმყოს  შეინახავს.

4.პროექტის მიზანი;
მოსწავლეებმა შეძლონ ინფორმაციის მოძიება,დაჯგუფება,დაკვირვება;
შეძლონ წარსულის და აწმყოს დაკავშირებას;
შეძლონ ნაცნობი და ახალი ლექსიკის გამოყენებით პრეზენტაციის გაკეთება;
შეძლონ ინტერაქციაში მონაწილეობა;
მონიტორინგის გაკეთება;


5.მონაწილეთა ასაკი;8კლასი
6.ვადები/ხანგრძლივობა;5კვირა
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას;
მოსწავლეები შეძლებენ თავიანთ წინაპრების ისტორიის მოძიებას ,ფოტოებს (ვიდეო მასალას წარსულთან დაკავშირებული)
შეძლებენ დაკვირვების საშუალებით აწყმოსთან წარსულის დაავშირებას
გენეოლოგიური ხის მიხედვით თავიანთ ოჯახის ისტორიის დაკვირვება;
გაბმულად და მდიდარი ლექსიკის გამოყენებით პრეზენტაციის გაკეთებას;
შეძლებენ ოჯახის განვითარები და თავიანთ მონიტორინგს.
8.პროექტისთვის საჭირო რესურსები;
ალბომი,პოსტერი,ვიდეო მასალა;
9.პროექტის მსვლელობა(ძირითადიაქტივობები);აქტივობა

დავსვავ თემატურ კითხვას: „როგორ გავუფრთხილდეთ წარსულს, ავსახოთ აწმყო და ვიქონიოთ გავლენა მომავალზე?“.
წარსულის შენარჩუნება
აწმყოს ასახვა 
მომავალზე გავლენა

მოსწავლეებს შევახსენებ ზოგად კითხვას „როგორ შევქმნი განსხვავებას?“
მოსწავლეებს ვეტყვი, რომ შემდეგი რამდენიმე კვირის მანძილზე მათ უნდა შეისწავლონ, თუ როგორ ცვლის ოჯახი ადამიანების ცხოვრებას და როგორ ცვლიან ისინი მათი ოჯახის წევრების ცხოვრებას.
მოსწავლეებს ვთხოვ, რომ გაითვალისწინონ, თუ როგორ ქმნიან „განსხვავებას“მათ ოჯახებში წარსულის შენარჩუნებით, აწმყოს ასახვითა და მომავალზე გავლენით.  განვიხილავ ტერმინებს და მათ მნიშვნელობს თქვენს მიერ შექმნილი ლექსიკონის გამოყენებით.
მოსწავლეებს დავავალებ, რომ აღნიშნულ საკითხზე ჩაატარონ გონებრივი იერიში წყვილებში ან პატარა ჯგუფებში. შემდეგ ვთხოვ გუნდებს, რომ გაუზიარონ მოსაზრებები კლასს, ყველა პასუხი ჩავინიშნავ ჩარტზე, რომელსაც სასწავლო პროექტის განხორციელების მანძილზე ხშირად უნდა მიუბრუნდებით და განვაახლებთ პროგრესის დროს.
მოსწავლეებს საგვარეულო ხის სამუშაო ფურცელი დავურიგებ. განვიხილავ, თუ რა საკითხები უნდა მოიძიონ და შეავსონ მოსწავლეებმა
1 დაბადების თარიღი
2 თვალის ფერი
3 თმის ფერი
4 ძირითადი თვისებები / ინტერესები
5 ბროგორ ვგავარ ამ ადამიანს? 
მოსწავლეებს დავავალეთ, რომ ოჯახის ხის ფორმა სახლში შეავსონ. გააკეთონ მოსწავლეების საკლასო პრეზენტაციების განრიგი შემდეგი კვირის მანძილზე. მოგვიანებით საგვარეულო ხე დაემატება მათ დროის კაპსულას.

10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი;
ისტორია

11.პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი);
თამარ დეკანოსიძე
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა;dekanosidzetamar7@gmail.com
13.პროექტის ვებ-გვერდი;  https://dekanosidzetamar.blogspot.com/p/blog-page_20.html
   





No comments:

Post a Comment